Thursday, July 16, 2015

მეშვიდე დღე

ტრენინგის მე-7 დღეს გავეცანით მე-5 მოდულს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები, ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციები და შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისათვის.

მეექვსე დღე

    ინტელის ტრენინგის მე-6 დღეს გავეცანით  მე-3 მოდულს. ერთმანეთს გავუზიარეთ  სასწავლო პროექტის  პორთფოლიოს პრეზენტაციები.
ვიმუშავეთ პრეზენტაციების ბლოგზე ატვირთვაზე.. გავეცანით საავტორო უფლებებს, საუკეთესო საძიებელ სისტემებს. განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის საჭიროებისამებრ გამოყენება და შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო პრეზენტაციები და პუბლიკაციები.

მეხუთე დღე

     ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფორმების შექმნაზე, გავეცანით ინტერნეტ რესურსებს, რომელსაც გამოვიყენებთ, კვლევაში, კომინიკაციისა და თანამშრომლების პროცესში. შევქმენით ბლოგზე სხვადასხვა გვერდი ჩვენი ნაშრომების განსათავსებლად. ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცველი იყო.

მეოთხე დღე

გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული სწავლების შეფასებას, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ შეფასების ფორმები, ვიმუშავეთ დროში გაწერილი გეგმის შექმნაზე და შევავსეთ სამუშაო გეგმის შეფასების გრაფა.

მესამე დღე

დღეს ძალიან საინტერესო დღე გამოდგა.
ამ მოდულში ჩვენ გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას. გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს. მათზე დაყრდნობით დავისახავთ სასწავლო მიზნებს, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

პირველი დღე


პირველ დღეს ტრენერმა აგვიხსნა თუ რა პრინციპით მოგვიწევდა მუშაობა. პირველად გავიგე http://tpdc.ge/essentials/ საიტის არსებობა. ვნახე საიტი, გავიგე როგორია მისი ნავიგაცია. ვისწავლე როგორ უნდა მოვინიშნო ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორ უნდა ამოვანათო სხადასხვა ფერად ჩემთვის საინტერესო ფაქტები და როგორ შემიძლია დავაკომენტარო ესა თუ ის ინფორმაცია. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის ადამიანის უნარ-ჩვევებზე და ასევე ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების უპირატესობებზე. ამის შემდეგ შევქმენი საქაღალდეები, რომლებშიც განვათავსე დოკუმენტები თემების მიხედვით.
ვნახე გაკვეთილის გეგმის, პროექტის შეფასების კრიტერიუმებისა და ის ზოგადი შაბლონები, რომლებიც დაგეგმვისას დამეხმარება. ისინი განვათავსე საქაღალდეებში.
მოტივაცია უკვე მაქვს, ტრენინგმა დამაინტერესა. ვფიქრობ გაკვეთილის თემაზე. ზუსტად ვიცი ყველაფერი გამომივა.

Saturday, May 9, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს   გავეცანი პროექტზე დაფუძნებული მიდგომებს,შევისწავლე პუბლიკციის მომზადება არჩეულ თემაზე, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეფასების გეგმის შედგენა. სასწავლო დღე იყო საინტერესო.

Sunday, April 26, 2015

მეცადინეობის მეორე დღეს ტრენერის მითითებით გავეცანი  ბუკლეტის შექმნას, რის საფუძველზეც დამოუკიდებლად შევქმენი ბუკლეტი.გარდა ამისა ვისწავლე დისკის მუშაობის პრინციპი, მასზე დოკუმენტებისა და საქაღალდეების ატვირთვა, ასე ატვირთული დოკუმენტების რედაქტირება და კომპიუტერში გადმოწერა.

აქვე ვდებ ჩემ მიერ შექმნილ ბროშურას







Tuesday, June 11, 2013

ქუთაისის გზამკვლევი

1,პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეები ახლოს და ღრმად გაეცნობიან მშობლიური ქალაქის ისტორიას, მის ღირშესანიშნავ ადგილებს, არქიტექტურას,. დავალებას შეასრულებენ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე

2, პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს აინტერესებთ მშობლიური ქალაქის ისტორია და დღევანდელობა უფრო მეტად, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა საგაკვეთილო პროცესი

3,პროექტის მიზნები:
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის, ინფორმაციის ანალიზის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, დაოსტატდებიან  საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით ისტორიული მასლის მოძიებასა და სისტემატიზაციაში, ისინი შეძლებენ  მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე   სხვებიც დააინტერესონ ქუთაისის წარსულითა და აწმყოთი.

4.მონაწილეთა ასაკი:
15 წელი

5. ვადები (ხანგრძლივობა):
ერთი სემესტრი

6.მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას):
მოსწავლეები შექმნიან ფერად, ილუსტრირებულ  ქუთაისის გზამკვლევს, რომელიც   დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს ქალაქის ისტორიისა და დღევანდელობის უკეთ  გაცნობასა და შესწავლაში

7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ქალაქის საჯარო და სასკოლო ბიბლიოთეკა, შესაბამისი ისტორიული ლიტერატურა, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მასალები, კომპიუტერი, სკანერი,  პრინტერი ფოტოაპარატი, თაბახის ფურცლები,


8.პროექტის მსვლელობა:
ა.შედგება პროექტის განხორციელების გეგმა და განისაზღვრება გეგმის ეტაპების შესრულების ვადები
ბ.პროექტში ჩართული მოსწავლეები დაიყოფიან რამდენიმე ჯგუფად, ერთი ჯგუფი მოიძიებს და შექმნის გზამკვლევის ტექსტს, მეორე ჯგუფი, მოიძიებს და შექმნის შესაბამის სლაიდებს, მესამე ჯგუფი ფოტოგრაფირების საშუალებით შექმნის ქუთაისის უბნების ფოტოკოლაჟს, მეოთხე ჯგუფი თარგმნის მომზადებულ მასალას ინგლისურად და რუსულად,მეხუთე ჯგუფი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაამზადებს გზამკვლევს და ამავდროულად განათავსებს ინტერნეტში, ბოლოს კი მოხდება შექმნილკი პროდუქტის პრეზენტაცია.


9. საგნობრივ ჯგუფთან კავშირი:
უცხო ენები-- რუსული, ინგლისური

10 პროექტის ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი თ. რუხაძე

11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
teimurazruxadze@gmail.com

12. პროექტის ვებ-გვერდი


Friday, June 7, 2013