Thursday, July 16, 2015

მეშვიდე დღე

ტრენინგის მე-7 დღეს გავეცანით მე-5 მოდულს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები, ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციები და შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისათვის.

მეექვსე დღე

    ინტელის ტრენინგის მე-6 დღეს გავეცანით  მე-3 მოდულს. ერთმანეთს გავუზიარეთ  სასწავლო პროექტის  პორთფოლიოს პრეზენტაციები.
ვიმუშავეთ პრეზენტაციების ბლოგზე ატვირთვაზე.. გავეცანით საავტორო უფლებებს, საუკეთესო საძიებელ სისტემებს. განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის საჭიროებისამებრ გამოყენება და შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო პრეზენტაციები და პუბლიკაციები.

მეხუთე დღე

     ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფორმების შექმნაზე, გავეცანით ინტერნეტ რესურსებს, რომელსაც გამოვიყენებთ, კვლევაში, კომინიკაციისა და თანამშრომლების პროცესში. შევქმენით ბლოგზე სხვადასხვა გვერდი ჩვენი ნაშრომების განსათავსებლად. ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცველი იყო.

მეოთხე დღე

გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული სწავლების შეფასებას, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ შეფასების ფორმები, ვიმუშავეთ დროში გაწერილი გეგმის შექმნაზე და შევავსეთ სამუშაო გეგმის შეფასების გრაფა.

მესამე დღე

დღეს ძალიან საინტერესო დღე გამოდგა.
ამ მოდულში ჩვენ გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას. გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს. მათზე დაყრდნობით დავისახავთ სასწავლო მიზნებს, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

პირველი დღე


პირველ დღეს ტრენერმა აგვიხსნა თუ რა პრინციპით მოგვიწევდა მუშაობა. პირველად გავიგე http://tpdc.ge/essentials/ საიტის არსებობა. ვნახე საიტი, გავიგე როგორია მისი ნავიგაცია. ვისწავლე როგორ უნდა მოვინიშნო ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორ უნდა ამოვანათო სხადასხვა ფერად ჩემთვის საინტერესო ფაქტები და როგორ შემიძლია დავაკომენტარო ესა თუ ის ინფორმაცია. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის ადამიანის უნარ-ჩვევებზე და ასევე ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების უპირატესობებზე. ამის შემდეგ შევქმენი საქაღალდეები, რომლებშიც განვათავსე დოკუმენტები თემების მიხედვით.
ვნახე გაკვეთილის გეგმის, პროექტის შეფასების კრიტერიუმებისა და ის ზოგადი შაბლონები, რომლებიც დაგეგმვისას დამეხმარება. ისინი განვათავსე საქაღალდეებში.
მოტივაცია უკვე მაქვს, ტრენინგმა დამაინტერესა. ვფიქრობ გაკვეთილის თემაზე. ზუსტად ვიცი ყველაფერი გამომივა.