Thursday, July 16, 2015

პირველი დღე


პირველ დღეს ტრენერმა აგვიხსნა თუ რა პრინციპით მოგვიწევდა მუშაობა. პირველად გავიგე http://tpdc.ge/essentials/ საიტის არსებობა. ვნახე საიტი, გავიგე როგორია მისი ნავიგაცია. ვისწავლე როგორ უნდა მოვინიშნო ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორ უნდა ამოვანათო სხადასხვა ფერად ჩემთვის საინტერესო ფაქტები და როგორ შემიძლია დავაკომენტარო ესა თუ ის ინფორმაცია. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის ადამიანის უნარ-ჩვევებზე და ასევე ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების უპირატესობებზე. ამის შემდეგ შევქმენი საქაღალდეები, რომლებშიც განვათავსე დოკუმენტები თემების მიხედვით.
ვნახე გაკვეთილის გეგმის, პროექტის შეფასების კრიტერიუმებისა და ის ზოგადი შაბლონები, რომლებიც დაგეგმვისას დამეხმარება. ისინი განვათავსე საქაღალდეებში.
მოტივაცია უკვე მაქვს, ტრენინგმა დამაინტერესა. ვფიქრობ გაკვეთილის თემაზე. ზუსტად ვიცი ყველაფერი გამომივა.

No comments:

Post a Comment