Tuesday, June 11, 2013

ქუთაისის გზამკვლევი

1,პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეები ახლოს და ღრმად გაეცნობიან მშობლიური ქალაქის ისტორიას, მის ღირშესანიშნავ ადგილებს, არქიტექტურას,. დავალებას შეასრულებენ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე

2, პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს აინტერესებთ მშობლიური ქალაქის ისტორია და დღევანდელობა უფრო მეტად, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა საგაკვეთილო პროცესი

3,პროექტის მიზნები:
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის, ინფორმაციის ანალიზის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, დაოსტატდებიან  საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით ისტორიული მასლის მოძიებასა და სისტემატიზაციაში, ისინი შეძლებენ  მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე   სხვებიც დააინტერესონ ქუთაისის წარსულითა და აწმყოთი.

4.მონაწილეთა ასაკი:
15 წელი

5. ვადები (ხანგრძლივობა):
ერთი სემესტრი

6.მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას):
მოსწავლეები შექმნიან ფერად, ილუსტრირებულ  ქუთაისის გზამკვლევს, რომელიც   დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს ქალაქის ისტორიისა და დღევანდელობის უკეთ  გაცნობასა და შესწავლაში

7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ქალაქის საჯარო და სასკოლო ბიბლიოთეკა, შესაბამისი ისტორიული ლიტერატურა, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მასალები, კომპიუტერი, სკანერი,  პრინტერი ფოტოაპარატი, თაბახის ფურცლები,


8.პროექტის მსვლელობა:
ა.შედგება პროექტის განხორციელების გეგმა და განისაზღვრება გეგმის ეტაპების შესრულების ვადები
ბ.პროექტში ჩართული მოსწავლეები დაიყოფიან რამდენიმე ჯგუფად, ერთი ჯგუფი მოიძიებს და შექმნის გზამკვლევის ტექსტს, მეორე ჯგუფი, მოიძიებს და შექმნის შესაბამის სლაიდებს, მესამე ჯგუფი ფოტოგრაფირების საშუალებით შექმნის ქუთაისის უბნების ფოტოკოლაჟს, მეოთხე ჯგუფი თარგმნის მომზადებულ მასალას ინგლისურად და რუსულად,მეხუთე ჯგუფი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაამზადებს გზამკვლევს და ამავდროულად განათავსებს ინტერნეტში, ბოლოს კი მოხდება შექმნილკი პროდუქტის პრეზენტაცია.


9. საგნობრივ ჯგუფთან კავშირი:
უცხო ენები-- რუსული, ინგლისური

10 პროექტის ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი თ. რუხაძე

11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
teimurazruxadze@gmail.com

12. პროექტის ვებ-გვერდი


Friday, June 7, 2013